weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის „ტვიტერზე“ კიბერშეტევა მოხდა

14:43 სამშაბათი, 30 აპრილი 2019

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იმ „ტვიტის“ გაზიარებაზე, სადაც დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს.

პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, განიხილება სოციალური ქსელების მართვის მენეჯერის შეცდომის ან კიბერთავდასხმის ვერსიები.

„უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას, შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის სხვადასხვა ფაქტის გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასევე კიბერთავდასხმის გამორიცხვაც. ვფიქრობთ, საჭიროა საკითხის მოკვლევა. სხვათა შორის, შეიძლება ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ კიბერშეტევა განხორციელდა ერთ-ერთი თანამშრომლის ერთ-ერთ სოციალურ ანგარიშზე და იმ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოკვლევა“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გუშინ გაზიარდა დონალდ ტრამპის „ტვიტი“, სადაც ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან აღნიშნული „ტვიტი“ წაიშალა. ამასთან, ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარება სოციალური მედიის მენეჯერის შეცდომა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]