weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკადრო გადაწყვეტილებებით ავსახავ შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან – რიჟვაძე

16:15 სამშაბათი, 30 აპრილი 2019

„ყველა ხელმრუდი საჯარო მოხელე, რომელიც გაბედავს, რომ საჯარო რესურსების პარაზიტად გადაიქცეს, უნდა მოხვდეს განსასჯელის სკამზე. ეს უნდა უზრუნველვყოთ, მაქსიმალური კოორდინაცია და თანამშრომლობა უნდა იყოს“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

რიჟვაძემ დღეს მთავრობის გასვლითი სხდომა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამართა, სადაც განაცხადა, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს ანტიკორუფციული პოლიტიკა, შიდა კონტროლი, აუდიტის და მონიტორინგის სამსახურების მუშაობა.

„არ მინდა, რომ მოვდუნდეთ იმ ანტიკორუფციული ხაზის თვალსაზრისით, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ანტიკორუფციული პოლიტიკა, შიდა კონტროლი. ასე რომ, ყველას მოგიწოდებთ, კიდევ უფრო გაძლიერდეს შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურები. მეც ასევე, ვაპირებ, რომ უახლოეს დღეებში, საკადრო გადაწყვეტილებებით ავსახო სწორედ ის შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან, რომელსაც საფუძველი დავუდეთ. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მოდუნებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]