weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩინეთში საერთაშორისო ფორუმი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გაიმართა

16:39 სამშაბათი, 30 აპრილი 2019

სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში იმყოფებოდა, სადაც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მაღალი დონის მეორე საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. 

დელეგაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა. ქართული მხარე ფორუმზე ჩინეთის მთავრობის მიწვევით გაემგზავრა.

ფორუმის მიმდინარეობისას 40 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა და 150 ქვეყნის 5000-მდე წარმომადგენელმა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განვითარებისთვის ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

ვიზიტის ფარგლებში მაია ცქიტიშვილი და დავით ფერაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ლი სიაოპენგს შეხვდნენ და შუა დერეფნის სატრანზიტო პოტენციალზე ისაუბრეს.

მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს „შუა დერეფნის“ განვითარებას. შეხვედრის ბოლოს, მაია ცქიტიშვილმა და ლი სიაოპენგმა ხელი მოაწერეს მხარეების მიერ პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“.

შეხვედრაზე მხარეებმა სატრანზიტო პოტენციალის მნიშვნელობასთან ერთად ასევე გაზრდილ ტვირთბრუნვაზეც ისაუბრეს.

„საქართველოს რკინიგზამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 18 ათასი კონტეინერი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 31 პროცენტით მეტია. ეს შედეგი პირველ რიგში ჩინეთიდან ახალი ტვირთების მოზიდვამ განაპირობა. სასიხარულოა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა გამოყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახალხო რესპუბლიკის სხვადასხვა პროვინციებიდან დამატებითი სუბსიდიების განხილვაზე იმუშავებს, რაც სამომავლოდ ტვირთბრუნვას კიდევ უფრო გაზრდის“, – განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა.

ფორუმის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები, სამომავლოდ ხელს შეუწყობს თანამშრომლობის არეალის გაფართოებას და ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადასვლას.

 

[R] საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]