weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში 9 მოსწავლე მოიწამლა

22:56 სამშაბათი, 30 აპრილი 2019

ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ცხრა მოსწავლე ინფექციურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ბავშვების მოწამვლის მიზეზი. არსებული ინფორმაციით, მათ სკოლაში სააღდგომო კვერცხები და პასკა მიირთვეს.

„დაახლოებით 17:00 საათისთვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთმა მანქანამ ექვსი ბავშვი მოიყვანა, ცოტა ხნის შედეგ კი, მეორე სასწრაფო მანქანამ დამატებით კიდევ სამი. ერთი კლასის მოსწავლეები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ მიირთვეს შეღებილი კვერცხი, დაახლოებით 14:00 საათისთვის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევები“, – განაცხადა აჭარის ტელევიზიასთან ექიმმა ჯემალ დუმბაძემ.

სკოლის დირექტორისთვის უცნობია, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მოსწავლეების მოწამვლის მიზეზი.

„სკოლაში ბუფეტი არ არის. შესაბამისად, ბავშვებს ადგილზე არაფერი უყიდიათ. მათ სახლიდან წამოიღეს სააღდგომო კვერცხები და პასკა, თუმცა ვერც ამას დავაბრალებ, რადგან კლასში 25 ბავშვია და ყველამ მიირთვა. საავადმყოფოში ცხრა მოსწავლე აღმოჩნდა და მათგან ორს საერთოდ არ უჭამია სადღესასწაულო ნუგბარი“, – ამბობს რუსუდან დავითაძე.

ყველა მოსწავლე საავადმყოფოდან ექიმების დანიშნულებით გაწერეს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]