weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეტყობა, პუტინმა მოითხოვა – მეუფე იაკობი უსაფრთხოების საბჭოში გახარიას დანიშვნაზე

13:57 ოთხშაბათი, 01 მაისი 2019

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად შს მინისტრის, გიორგი გახარიას დანიშვნას გამოეხმაურა. ტელეკოპანია „პირველთან“ ინტერვიუში ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ გახარია საბჭოს მდივანი შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნით გახდა.

„რატომ დანიშნეს და ეტყობა, პუტინმა სთხოვათ ან მოსთხოვა… რასაც ეგ აშავებს, ამდენ ხანი რომ არის იმაში... არ გიკვირს? ცოტა ხანს, ალბათ რამდენიმე დღე შემორჩება უწყებას (ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს), მერე ვნახოთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, გახარიას დანიშვნაზე კომენტარის გასაკეთებლად ბოდბელი ეპისკოპოსი მათ თავად დაუკავშირდა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია გიორგი გახარიას დაეკისრა. საბჭოს პირველი სხდომა დღეს გაიმართა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს მუდმივი წევრები არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]