„სეტყვა დაახლოებით 15-20 წუთი გაგრძელდა. წინასწარი ინფორმაციით, ძირითადად დასახლებული ტერიტორიებია დასეტყვილი, ვენახებსა და ნაკვეთებში კი სერიოზული ზარალი არ გვაქვს“, - ამბობს შოთა ნარეკლიშვილი.
რამდენიმე დღის წინ სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. სტიქიის შედეგად სოფელ შილდაში დაახლოებით 300 ჰექტარი ვენახია განადგურებული.