weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სუს-ის მაღალჩინოსანი ალექსანდრე ტაბატაძე დაინიშნა

17:37 ოთხშაბათი, 01 მაისი 2019

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილედ ალექსანდრე ტაბატაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

პირველი არხის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ ალექსანდრე ტაბატაძე იმ გუნდს შეუერთდება, რომელიც პენიტენციურ სისტემას მართავს. ის ასევე პასუხისმგებელი იქნება აღსრულების პოლიციასა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე.

ალექსადრე ტაბატაძე 2016 წლის ნოემბრიდან ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. მანამდე ის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, იქამდე კი შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]