weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მსოფლიო ბანკის შეფასების მისია ეწვია

17:13 ოთხშაბათი, 01 მაისი 2019

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მსოფლიო ბანკის შეფასების მისია ეწვია. შეხვედრას საჯარო რეესტრის თავმჯდომარე ივანე ცარციძე მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები განიხილეს. შეფასების მისიის წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები დადებითად შეაფასეს.

საუბარი შეეხო ასევე, პროექტის გამოწვევებს, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივებს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და მის ფარგლებში, სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წლიდან დაიწყო და წინასწარ შერჩეულ 12 დასახლებულ პუნქტში ხორციელდება.

 

[R] საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]