weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხობში ოჯახი დააყაჩაღეს და 80 ლარი წაიღეს

13:51 პარასკევი, 07 ივლისი 2017

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში კვირკვიების ოჯახი დააყაჩაღეს. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ორი პირი იარაღის მუქარით შეიჭრა. ისინი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ და 80 ლარი წაართვეს.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი პირების ვინაობა დადგენილი არ არის.

სოფელ ხიბულაში ყაჩაღობა მიმდინარე წლის აპრილშიც მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთი ოჯახიდან 300 ლარი და ოქროს ნივთები წაიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]