„არის გარკვეული მცდელობები, რომ შეზღუდონ პოლიციის ქმედებების არეალი, თემები, გეოგრაფიული განზომილებები, არ ვიცი, კლუბები და სხვადასხვა სახის ცნებები. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ვერავინ ვერასდროს პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერ შეზღუდავს საქართველოს იურიდისქციის ქვეშ მყოფ ვერც ერთ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციის კანონიერი ქმედება ვერასდროს ვერ შეიზღუდება და ვერსად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მან ყველა მოქალაქეს მოუწოდა, ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორიც არის საოკუპაციო ზოლი, საზღვარი, უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ ქმედებებს: „ქვეყნის უსაფრთხოება არ არის ერთი რომელიმე სოციალური ჯგუფის ინტერესი. ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ იტნერესზე უფრო მაღლა“.
შინაგან საქმეთა მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.