weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პოლიციის კანონიერი ქმედება ვერასდროს ვერ შეიზღუდება და ვერსად – გახარია

12:59 ხუთშაბათი, 02 მაისი 2019

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, არის მცდელობები, რომ პოლიციის მოქმედების არეალი, გეოგრაფიული განზომილებები და თემები შეზღუდონ. როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველოში, ვერცერთ ადგილზე პოლიციის კანონიერი ქმედება ვერ შეიზღუდება.

„არის გარკვეული მცდელობები, რომ შეზღუდონ პოლიციის ქმედებების არეალი, თემები, გეოგრაფიული განზომილებები, არ ვიცი, კლუბები და სხვადასხვა სახის ცნებები. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ვერავინ ვერასდროს პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერ შეზღუდავს საქართველოს იურიდისქციის ქვეშ მყოფ ვერც ერთ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციის კანონიერი ქმედება ვერასდროს ვერ შეიზღუდება და ვერსად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ყველა მოქალაქეს მოუწოდა, ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორიც არის საოკუპაციო ზოლი, საზღვარი, უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ ქმედებებს: „ქვეყნის უსაფრთხოება არ არის ერთი რომელიმე სოციალური ჯგუფის ინტერესი. ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ იტნერესზე უფრო მაღლა“.

შინაგან საქმეთა მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]