weather cur horoscope tv
ნოემბერი 28, 2024

ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ჰერეთი არის საქართველო – მეუფე იობი

15:47 ხუთშაბათი, 02 მაისი 2019

„ჩვენ იქით უნდა შევედაოთ, რომ დავიბრუნოთ ერთუბნის მონასტრის კომპლექსი და ფაქტობრივად, ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ჰერეთი არის საქართველო“, – განაცხადა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა, რომელიც დავით გარეჯში ჩავიდა.

„თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ - სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს.

მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქამდე არ მივა ეს საქმე. გონიერება ეყოფა როგორც აზერბაიჯანის მხარეს, ისე საქართველოს ხელისუფლებას და მოლაპარაკების მაგიდაზე მშვიდობიანად გადაწყდება ის გამოწვევა, რაც ჩვენს წინაშე დადგა“, – განაცხადა მეუფე იობმა.

მისი თქმით, გარეჯის უდაბნოს არანაირი საშიშროება არ ემუქრება და აზერბაიჯანულ მხარეს დავით გარეჯის მონასტერზე პრეტენზია არ აქვს.

„აქ საუბარი არის ამ თხემის იქით, მთელ კომპლექსზე. ეს არის ბერობის აკვანი. ეს არის ჩვენი ერის სულიერი მასაზრდოებელი ადგილი, ეს არის ჩვენი იერუსალიმი.

თუ ხელისუფლება ემსახურება ქვეყანას, ჩვენ ასეთ ხელისუფლებას გვერდში უნდა დავუდგეთ, თუ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიდის მოვლენები, მაშინ ხალხმა, ერმა და ბერმა ერთად უნდა გადავწყვიტოთ ის გასაკეთებელი, რაც ქვეყანას სჭირდება.

მარტო განცხადებები არ კმარა, ქმედებაზე უნდა გადავიდეთ. სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარ არს“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მისივე თქმით, იქმნება დიდი საშიშროება, რომ უდაბნოს მონასტრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები რელიგიურ კონფლიქტში გადაიზარდოს, რაც, მეუფის განცხადებით, დაუშვებელია.

„ეს არ იქნება დროებითი კონფლიქტი, ეს იქნება მუდმივი კონფლიქტი. ჩემი აზრით, ამას ვიღაც მართავს. ეს არც აზერბაიჯანის მხარეს არ აწყობს, არც საქართველოს მხარეს არ აწყობს“, – განაცხადა მეუფე იობმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]