weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საგარეჯოში 85 წლის კაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა

10:58 პარასკევი, 03 მაისი 2019

საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრებმა 85 წლის კაცმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. დაჭრილია კაცის მეუღლე.

როგორც „რეგინფოს“ სოფელში განუცხადეს, მოკლულ ცოლ-ქმარს სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა. კაცი 54 წლის იყო, ქალი კი 44 წლის.

„მეზობელი დედა-შვილი მათ დასახმარებლად შევიდა. მოკლული ბიჭი 37 წლის იყო“, – უთხრეს „რეგინფოს“ ადგილობრივებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა მიჯრით, რამდენჯერმე ისროლა. მათივე ცნობით, ის მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]