შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ნ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 322 აბი „ექსტაზი“, 12 გრამამდე „კოკაინი“ და 9 გრამამდე „ჰეროინი“ ამოიღეს. ხ.ჭ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 100 აბი „მეტადონი“.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.