თუშეთში მცხოვრებ ოჯახებს სააღდგომო პაკეტები ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის უფროსმა ბადრი ფილაშვილმა, თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, ლადო კახოიძემ და საკრებულოში თუშეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანზორ ხიზანაიძემ გადასცეს.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ოქტომბრიდან ჩაკეტილია. გზის გახსნამდე თუშეთის მიმართულებით რეგულარულ უფასო ავიარეისებს შსს-ს ვერტმფრენი ასრულებს.
[R] ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია