weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მსოფლიო რბენის გამო 5 მაისს კახეთის გზებზე მოძრაობა შეიზღუდება

12:34 შაბათი, 04 მაისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მარათონის, Wings for Life World Run-ის გამო, 5 მაისს, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე მოძრაობა შეიზღუდება.

ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის, ასევე შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კილომეტრიდან 118-ე კილომეტრამდე.

სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს ყვარელი-გიორგეთი-აფენი გურჯაანის დამაკავშირებელ შიდა საუწყებო გზაზე გურჯაანის შესასვლელამდე.

Wings for Life World Run, რომელიც სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიებაა, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ გაიმართება. მსოფლიო რბენა საქართველოში წელს მეექვსედ ტარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]