weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ერაყის მოქალაქე თბილისში შვილებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

14:37 შაბათი, 04 მაისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ერაყის მოქალაქე, ამჟამად საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლების მქონე, 1976 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მ.შ.-მ მიმდინარე წლის 30 აპრილს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციას მიმართა და სახლიდან გაქცეული არასრულწლოვანი შვილების მოძებნაში დახმარება ითხოვა. იმავე დღეს პოლიციას აღნიშნული მოქალაქის არასრულწლოვანმა შვილებმაც მიმართეს და განაცხადეს, რომ მამა მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა.

საგამოძიებო პროცესებში ჩაერთნენ სოციალური მუშაკებიც, რომლებმაც ორივე გოგონა დაუყოვნებლივ მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს.

„პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინა, რომ მ.შ. საკუთარ შვილებზე ძალადობდა, რის გამოც იგი ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]