„არვიცი, რასთან დაკავშირებით დამიბარეს. ორი წელია ვამბობ, რომ ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი არა, ბარდაგია. მეხუთედ ჩემი დაკითხვა ათ საათამდე გაგრძელდა. მაშინ ვთქვი, რომ მოდულის შენობაში აღარ გამოვცხადდებოდი, იმიტომ, რომ იქ სხედან ჩემი მოსისხლე მტრები. არ ვაპირებ იქ მისვლას. თუ აქვთ შნო და კაცობა, მოვიდნენ და ძალით წამიყვანონ“, – აცხადებს მაჩალიკაშვილი, რომელიც მეცხრე თვეა შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით პარლამენტთან მართავს აქციას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. უცნობია, რომელ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
გასულ წელს მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენჯერმე გამოკითხა. წელს ის ამ უწყებაში პირველად დაიბარეს.