weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თელავში 10 წლის ბავშვზე სავარაუდოდ ბებიამ იძალადა

16:24 შაბათი, 04 მაისი 2019

თელავში ათი წლის ბავშვს სავარაუდოდ ბებიამ სცემა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მეხუთე კლასის მოსწავლის სახეზე დაზიანებები მასწავლებელმა შენიშნა, რის შემდეგაც სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციის გამოძახება გადაწყვიტა. ბავშვი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „რეგინფოს“ სკოლის დირექტორმა განუცხადა, მოსწავლე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა.

„ხუთშაბათს მოვიდა ნაცემი. სახეზე სილურჯეები ეტყობოდა და ცხვირი ცემით ჰქონდა გასიებული. ჩვენთან საუბარში ბავშვმა ჯერ თქვა, რომ ბიძაშვილმა სცემა, რომელიც, როგორც გაირკა საქართველოში საერთოდ არ ცხოვრობს; შემდეგ გვითხრა, რომ დაზიანებები ქუჩაში მიიღო, ბოლოს კი პოლიციას გამოუტყდა, რომ ბებიის მიერ იყო ნაცემი“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადეს, რომ ბავშვს სახის და კისრის არეში დაბეჟილობები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ის სახლში გაწერეს.

ბავშვის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან, რის გამოც ის ბებიასთან ცხოვრობდა. სოციალური მომსახურების სააგენტომ მასზე დროებით ზრუნვა მამიდას დააკისრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]