weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ცოცხალი ადამიანის გარდაცვლილად გამოცხადებისთვის ოჯახი „რუსთავი 2“-სგან ბოდიშს ითხოვს

17:10 შაბათი, 04 მაისი 2019

თბილისის მეტროში ახლგაზრდა კაცის დაღუპვის ფაქტის გაშუქებისას დაშვებული შეცდომის გამო, მოქალაქე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. ინგა ლონდარიძე ამბობს, რომ ტელეკომპანიამ მისი 16 წლის შვილის ფოტო გარდაცვლილის ფოტოს ნაცვლად გამოიყენა, რითიც ოჯახმა მძიმე ტრავმა მიიღო.

„ჩემი შვილის სურათი სხვის ფოტოში შეეშალათ. სახელი და გვარი ერთი და იგივე იყო. „კურიერში“ ზუსტად 21:25 საათზე გავიდა ეს ამბავი. ჩემი შვილი ამ დროს სახლში არ იყო, სავარჯიშოდ იყო წასული და ტელეფონი თან არ ჰქონდა. სახლში 11 საათი რომ ხდებოდა, მაშინ მოვიდა. კინაღამ შემომაკვდა ჩემი ქმარი. ორშაბათს ან სამშაბათს შევიტან საჩივარს და მოვითხოვ ბოდიშს პირდაპირ ეთერში“, – განაცხადა ინგა ლონდარიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

გუშინ, 3 მაისს, მეტროსადგურ „სარაჯიშვილში“ ახალგაზრდა კაცი ლიანდაგებში ჩავარდა და მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. ამ ამბის შესახებ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში „რუსთავი 2“-მა ფოტოც აჩვენა, რომელზეც, ჟურნალისტის მტკიცებით, გარდაცვლილი ახალგაზრდა იყო გამოსახული. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ფოტოზე იმავე სახელისა და გვარის სრულიად სხვა, ცოცხალი ადამიანია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]