შემთხვევა წუხელ მოხდა. ბოროტმოქმედმა ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თავში მიყენებული ჭრილობით მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, დამნაშავის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.