სამაშველო ოპერაცია გუშინ საღამოს დაიწყო და მასში 25 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ განაცხადა, მდინარის მეორე ნაპირზე ჩარჩენილი ათობით ადამიანი მალევე გამოიყვანეს, შეეძლოთ მამკოდასთან საქეიფოდ მყოფი 18 პირის გამოყვანაც, თუმცა ისინი ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და მაშველებს ამის საშუალება არ მისცეს.
ნასვამი პირების გამო სამაშველო ოპერაცია დილით დასრულდა. მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ.