weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მამუკა ბახტაძე საპატიო ხონელი გახდა

15:40 ორშაბათი, 06 მაისი 2019

„გპირდებით, რომ ხონი საქართველოში იქნება ყველაზე წარმატებული, დიდი ენერგიით სავსე ქალაქი, სადაც გვეყოლება ბევრი ტურისტი და სადაც იქნება ნამდვილი იმერული სტუმართ-მასპინძლობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ხონში, სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას. 

მამაუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს მთავრობას ხონში ძალიან ბევრი პროექტი აქვს დაგეგმილი, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე განათლების სფეროს მიმართულებით.

„ხონი არის კუთხე, რომელიც განათლებას განსაკუთრებით აფასებს. ყველა სკოლა იქნება რეაბილიტირებული, რომელიც იყო ხონელების თხოვნა, რომ ჩვენ გაგვეკეთებინა დროულად. პირველი სკოლა, სოფელ გორდის სკოლა და სკოლა სოფელ გოჩაჯიხაიში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სკოლა საქართველოში. წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობასა და ავაშენებთ ყველაზე მაგარ, თანამედროვე ახალგაზრდულ ცენტრს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ხონელობის სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრს საპატიო ხონელის სტატუსი მიანიჭეს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]