არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. ამასთან, მას ჭრილობა სავარაუდოდ ბასრი საგნით აქვს მიყენებული და არა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.