weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფელ ჰერეთისკართან ალაზანი გზაზე გადმოდის - მოძრაობა აკრძალულია

16:43 ორშაბათი, 06 მაისი 2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჰერეთისკართან, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ალაზანმა თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ნაწილი დატბორა. გზის  132-ე კილომეტრიდან 134 -ე კილომეტრამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 132-ე კილომეტრიდან 134-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე, მდინარე ალაზნის ადიდების შედეგად გზის სავალ ნაწილზე გადმოდის უხვი რაოდენობით წყალი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დატბორილ მონაკვეთზე უსაფრთხოებას პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენის გზის გავლით არის შესაძლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]