weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რჩევები გასტრიტის პრევენციისთვის ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონისგან

17:20 ორშაბათი, 06 მაისი 2019

თანამედროვე ადამიანების ცხოვრებისა და კვების რეჟიმს თუ გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რატომ იქცა კუჭის ტკივილი ბევრი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. კუჭის დაავადებების ერთ-ერთი მიზეზი არასწორი კვებაა. ამ რამოდენიმე ხნის წინ კი მთავარ დამნაშავეს, პილორუსის ჰელიკობაქტერიას მიაგნეს.

გასტრიტი კუჭის ამომფენი ლორწოვანი გარსის ანთებაა. ნორმაში კუჭის ამომფენი გარსის ლორწოს სქელი ფენა ფარავს და კუჭის წვენის დამაზიანებელი ზემოქმედებისგან იცავს. როცა კუჭის ლორწოვანი გარსი ანთებადია, მცირდება კუჭის დამცავი ნივთიერებების და ლორწოს გამოყოფა.

იწყება და ცოტა ხანი გრძელდება, ქრონიკული კი ხანგრძლივი პრობლემაა, შეიძლება მთელი სიცოცხლე გასტანოს. განასხვავებენ გასტრიტის ეროზიულ და არაეროზიულ ფორმებს. ეროზიული გასტრიტის დროს კუჭის ამომფენი გარსი ზიანდება, მასზე ჩნდება მცირე ზომის ზედაპირული ნახეთქები - ეროზიები ან უფრო ღრმა დეფექტები - წყლულები.

არაეროზიული გასტრიტი მხოლოდ ლორწოვანის ანთებაა. გასტრიტის გამომწვევი პილორუსის ჰელიკობაქტერიის გარდა შეიძლება იყოს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ალკოჰოლი, სტრესი, რადიაცია, ვირუსული ინფექცია (ციტომეგალოვირუსი), სისხლძარღვოვანი დაზიანება, კუჭის ლორწოვანის მექანიკური დაზიანება.

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები: მუცლის ზედა ნაწილში მწვავე ტკივილის გაჩენა ან გაქრობა საკვების მიღების დროს, ბოყინი, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება. კუჭის ტკივილი არის ეპიგასტრიუმის არეში, რომელიც იწყება ჭამიდან 5-15 წუთის შემდეგ, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისთვის დამახასიათებელია რითმული ტკივილი ჭამამდე, რომელიც იხსნება საკვების ან ანტაციდების მიღების შემდეგ, ე.წ. მშიერი ტკივილი, ტიპიურია ღამის ტკივილიც.

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა: ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, კუჭის ბიოფსია, კუჭის სეკრეციის გამოკვლევა, სისხლის კლინიკური ანალიზი, რენტგენოგრაფია ბარიუმის ფაფით.

დაავადების მკურნალობა მოიცავს წამლებს, რომლებიც ახდენენ კუჭის მჟავიანობის ნორმალიზებას, პრეპარატებს, რომლებიც აღადგენენ კუჭის ლორწოვან გარსს, ანტიბაქტერიულ თერაპიას. გასტრიტის განვითარებასა და დაავადების გამწვავებაში საკვები რაციონი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. გამომწვევი შეიძლება იყოს მჟავე, მწარე, ცხარე პროდუქტი, სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული საკვები, შებოლილი პროდუქტი, კონსერვები, ასევე ენერგეტიკული სასმელი, ზოგიერთი გამაგრილებელი გაზიანი სასმელი, ალკოჰოლი.

გასტრიტის პრევენციისთვის საჭიროა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, კვების რეჟიმის მოწესრიგება, ხშირად მცირე ულუფებით კვება, მორიდება ისეთ მავნე ფაქტორებთან, როგორიცაა: თამბაქო, ალკოჰოლი, არაჯანსაღი საკვები პროდუქტები.

[R] ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]