weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცხინვალის რეჟიმი 8 და 9 მაისს ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

22:24 ორშაბათი, 06 მაისი 2019

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება 8 და 9 მაისს, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.

ე.წ. საზღვარი 8 მაისის 20:00 საათიდან დაიკეტება, რა დროსაც მოქალაქეების გატარება აიკრძალება. დე ფაქტო ხელისუფლება „საზღვრის“ გახსნას 10 მაისს, 06:00 საათზე აპირებს.

„დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 74-ე წლისთავს ოკუპირებულ ცხინვალში კონცერტებით, გამოფენებით და აღლუმით აღნიშნავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]