დაჭრილი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, ბარძაყის არეში მიყენებული ჭრილობით მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პირი, რომელმაც ავტობუსის მძღოლი დაჭრა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.