weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ვერ წამოაგეს პროვოკაციაზე და ეს ბრალდება წაუყენეს – მედიკო მარგოშვილი სუს-ის განცხადებაზე

18:11 სამშაბათი, 07 მაისი 2019

მედიკო მარგოშვილი უარყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი მეუღლე, მალახაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტს ამზადებდა.

„ვერა და ვერ წამოაგეს პროვოკაციაზე, ახლა კი ეს ბრალდება წაუყენეს... ჩემი შვილის მკვლელებს მოვკლავო - თქვა კაცმა. ეს ტერაქტია? არანაირი გეგმა მანდ არ არის. ჩემი მეუღლე იმდენად ჭკუათხელი არ არის, რომ ტელეფონში ასეთ ბინძურ რამეებზე ილაპარაკოს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მედიკო მარგოშვილმა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის შენობასთან იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენა ჰქონდა განზრახული.

„დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა“, – განაცხადა სუს-ის ადმინისტრაციის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა.

სუს-ის თანახმად, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერაქტს ძმისშვილთან მორის მაჩალიკაშვილთან ერთად გეგმავდა. უწყებამ მტკიცებულების სახით, სავარაუდოდ, მათი საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]