weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თუშეთის გზაზე მოძრაობა მაისის ბოლომდე აღდგება – გზების დეპარტამენტი

22:35 სამშაბათი, 07 მაისი 2019

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მაისის ბოლომდე აღდგება. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა 37-ე კილომეტრამდე გაწმენდილია, პარალელურ რეჟიმში გაწმენდითი სამუშაოები ომალოს მხრიდანაც დაიწყება.

„რეგინფოსთან“ კომპანია „გერალის“ ხელმძღვანელმა, ლევან წიკლაურმა განაცხადა, რომ სამუშაოები გუშინ დაასრულეს და გზა ცოდვიანთ ხევამდეა გაწმენდილი. მისივე თქმით, თუშეთის გზის მოვლა-პატრონობა მათი ვალდებულება აღარ არის და საკუთარი ტექნიკა გამოჰყავთ. თუშეთის გზის გაწმენდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „არილიმ“ უნდა განაგრძოს.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები წელს 15 აპრილს დაიწყო, რასაც საავტომობილო გზების დეპარტამენტში უხვი ნალექის მოსვლით ხსნიან.

„ამასთან, გზის 22-ე და 25-ე კილომეტრებზე ჩამოსული იყო დიდი ზომის ლოდები, ასევე აღნიშნული გზის 56-ე კილომეტრის ზემოთ ჯერ ისევ თოვლია. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები წინა წლებში არ დაფიქსირებულა, რამაც სამუშაოები დროებით შეაფერხა“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის დროული გახსნით დაინტერესებულები არიან თუშეთში არსებული სასტუმროების მფლობელები, რომლებიც „მთის ამბებთან“ აცხადებენ, რომ ივნისის პირველი რიცხვებისთვის უკვე ტურისტებს ელიან. უგზოობა პრობლემას უქმნის მეცხვარეებსაც, რომელთაც ცხვრის გადარეკვა უგვიანდებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]