weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

112-სა და საქართველოს რკინიგზას შორის მემორანდუმი გაფორმდა

11:22 ოთხშაბათი, 08 მაისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-სა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანამშრომლობის ფარგლებში ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და სამოქმედო ტაქტიკას შემდეგ სიტუაციებში: მომხმარებელთან ურთერთობის ზოგადი წესები, კომუნიკაცია, რთული სიტუაციების მართვის სტანდარტები, შემოსულ პრეტენზიებზე რეაგირებისა და მონიტორინგის წესი და სხვა. ჩატარდება ტრენინგები პროფესიული გადამზადებისა და ერთობლივი აქტივობის ორგანიზებისთვის.

„საქართველოს რკინიგზაში“ მგზავრთა ინფორმაციულ მომსახურებას უზრუნველყოფს ქოლ-ცენტრი - 13 31. მემორანდუმის თანახმად, აღნიშნული ცენტრის თანამშრომლებს „112“-ის სასწავლო ცენტრის ტრენერები გადაამზადებენ. სწავლის დასრულების შემდეგ მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. თავის მხრივ, „საქართველოს რკინიგზა“ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით ხელს შეუწყობს გადაუდებელი დახმარების ნომრის - „112“-ის ცნობადობის ამაღლებას. 

[R] საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]