weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრა

13:51 ოთხშაბათი, 08 მაისი 2019

საქართველოს მთავრობის N212 დადგენილებით მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამ სერვისს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განახორციელებს.

მთავრობის დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილების თანახმად, პირმა სტატუსის დადგენაზე განაცხადი უნდა წარადგინოს ნებისმიერ იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში. ყველა მრავალშვილიან პირს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პირობებს აკმაყოფილებს, შესაძლებლობა ექნება, მოითხოვოს სტატუსის დადგენა. 

დადგენილების თანახმად, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი დაუდგინდება:

  • საქართველოს მოქალაქეს ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ჰყავს 4 ან მეტი შვილი ან ნაშვილები;
  • სტატუსის დადგენისათვის შვილების ასაკი შეზღუდული არ არის. იგი შეიძლება დაუდგინდეს როგორც არასრულწლოვანი, ასევე სრულწლოვანი შვილების მშობელს;
  • მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება იყოს ორივე მშობელი - დედაც და მამაც;

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენაზე გადაწყვეტილება მიიღება განაცხადის წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს.

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისთვის საერთო წესი და პასუხისმგებელი უწყება აქამდე განსაზღვრული არ იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]