weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

„მამიდას“ თავი დაანებეთ და სამთავრობო პროსტიტუციას მიხედეთ – ნათელაშვილი

16:49 ოთხშაბათი, 08 მაისი 2019

„სამთავრობო პროსტიტუციას მიხედეთ და ამ ქალს თავი დაანებეთ, არავისთვის ვნება მაინც არ მოაქვს,თქვენგან განსხვავებით“, – ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით როენა ხუცურაულის, მეტსახელად „მამიდას“ დაკავებას.

როენა ხუცურაული მეტსახელად „მამიდა“ სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დღეს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მასთან ერთად დაკავებულები არიან სასტუმრო „მამიდას“ მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. - მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]