weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

შსს თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილი აქციების მონაწილეებს აფრთხილებს

10:26 ხუთშაბათი, 09 მაისი 2019
ფოტო © JAMnews/დავით თაბაგარი ფოტო © JAMnews/დავით თაბაგარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 მაისს, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილი აქციების მონაწილეებს აფრთხილებს, რომ კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება აკრძალულია.

შსს-ს განცხადებით, პოლიცია უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას შეკრების ადგილებზე და იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებსა და კანონის მოთხოვნებს.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიას“ თანახმად, აკრძალულია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ქმედებებს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოს რამდენიმე ქალაქში დღეს ე.წ. უკვდავი პოლკის და მისი კონტრაქციებია დაგეგმილი. „უკვდავი პოლკის“ მსვლელობები დაგეგმილია თბილისში, ბათუმში, გორში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. „უკვდავი პოლკის“ კონტრაქციას ლოზუნგით „არა პუტინის მარშს“ მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ გეგმავს.

„უკვდავი პოლკის“ პროექტი, რომელიც რუსეთიდან იღებს სათავეს, საქართველოში პირველად 2017 წლის 9 მაისს გამოჩნდა. მსვლელობის მონაწილეები მეორე მსოფლიო ომის ვეტერნათა ფოტოებით გამოდიან. მსვლელობაში მოქალაქეების გარდა მონაწილეობენ პოლიტიკოსებიც, მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]