weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

თბილისში „უკვდავი პოლკის“ აქცია და კონტრაქცია მიმდინარეობს

10:58 ხუთშაბათი, 09 მაისი 2019
ფოტო © sova.news ფოტო © sova.news

თბილისში, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით აქცია-მსვლელობები იმართება. პრორუსულმა ძალებმა ერთ მსვლელობაზე შეთანხმება ვერ შეძლეს, ამიტომ „უკვდავი პოლკის“ ფორმატში ერთდროულად ორი მსვლელობა ტარდება. პრორუსული აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის.

პარალელურად, ვაკის პარკში, მიმდინარეობს „უკვდავი პოლკის“ კონტრაქცია, რომელსაც მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები უერთდებიან. ისინი რუსეთის მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტული ორგანიზაციების საქმიანობას აპროტესტებენ. აქციის „არა რუსეთის მარშის“ მონაწილეებს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტოები აქვთ.

„უკვდავი პოლკის“ მსვლელობებთან და კონტრაქციასთან დაკავშირებით ვაკის პარკში დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს მიმართა და გააფრთხილა, რომ კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება აკრძალულია. შსს-ს განცხადებით, პოლიცია უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას შეკრების ადგილებზე და იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებსა და კანონის მოთხოვნებს.

„უკვდავი პოლკის“ მსვლელობები თბილისის გარდა, დაგეგმილია ბათუმში, გორში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

„უკვდავი პოლკის“ პროექტი, რომელიც რუსეთიდან იღებს სათავეს და ვლდიმერ პუტინის მხარდაჭერით სარგებლობს, საქართველოში პირველად 2017 წლის 9 მაისს გამოჩნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]