weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დავით გარეჯის საკითხზე საპატრიარქოში მუსლიმ სასულიერო პირებს შეხვდნენ

11:12 ხუთშაბათი, 09 მაისი 2019

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სრულიად საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი და ოქტაი ისაევი მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, „სტუმართა მხრიდან აღინიშნა, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენ მშვიდობიან თანაცხოვრებაში უდიდესი წვლილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიუძღვის.“

საპატრიარქოს ცნობით, კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრების მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ შექმნილი ვითარება მშვიდობიანი გზით, სამართლიანად გადაწყდება.

გასული კვირის ბოლოს, საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის, ფაშა ზადეს წარმომადგენელი ალი ალიევი.

აპრილის ბოლოს აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაკეტილი ჰქონდათ. მონასტრამდე არ უშვებდნენ როგორც ტურისტებს, ისე სასულიერო პირებს. მესაზღვრეებმა გზა 26 აპრილს გახსნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]