weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის ვაკის პარკთან აქციაში მონაწილე პოლიციაში გადაიყვანეს

11:54 ხუთშაბათი, 09 მაისი 2019
ფოტო © sova.news - ფოტოზე არ არიან დაკავებული პირები ფოტო © sova.news - ფოტოზე არ არიან დაკავებული პირები

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს, ერთი კი, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო, პოლიციაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორი პირი – 1983 წელს დაბადებული და 1958 წელს დაბადებული მოქალაქეები დააკავეს, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

რაც შეეხება მესამე ადამიანს, შსს-ს ცნობით, ის 1969 წელს დაბადებული მოქალაქეა, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის, 174-ე 16 პრიმა მუხლით არის პოლიციაში გადაყვანილი.

ვაკის პარკთან „უკვდავი პოლკი“ აქციას მართავს, რომელშიც პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. პარალელურად მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ მიერ ორგანიზებული კონტრაქცია მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება აკრძალულია. შსს-ს განცხადებით, პოლიცია უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას შეკრების ადგილებზე და იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებსა და კანონის მოთხოვნებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]