weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მე თუ დამაკავეს, ჩემს ადგილას ჩემი მეუღლე დადგება – მაჩალიკაშვილი

12:49 ხუთშაბათი, 09 მაისი 2019
ფოტო © პანკისის სატემო რადიო ფოტო © პანკისის სატემო რადიო

პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მის დაკავებას არ გამორიცხავს. მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში პარლამენტის შენობის წინ რვა თვის წინ დაწყებულ აქციას მისი მეუღლე, მედიკო მარგოშვილი გააგრძელებს.

„მე თუ დამაკავეს, აქცია გაგრძელდება. ჩემს ადგილას დადგება ჩემი მეუღლე. ამ ერთ წელიწადში რაც ცდილობენ ჩემს განადგურებას, თემირლანის საქმის გადაფარვას. მე გამანადგურებენ, თემირლანის საქმე განადგურდება, მე ვიქნები - თემირლანის საქმე გაიმარჯვებს“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოსაკითხად დღეს იყო დაბარებული, თუმცა ამ დრომდე უცნობია, მივა თუ არა ის საგამოძიებო ორგანოში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 18, 323-ე და 3231 მუხლები) მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ.

ამასთან, 7 მაისს, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა. უწყების მტკიცებით, დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]