weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნინოწმინდაში 9 მაისს ბავშვებს საბჭოთა სიმღერა „День Победы“ ამღერეს

20:54 ხუთშაბათი, 09 მაისი 2019
ფოტო © რადიო ნორი ფოტო © რადიო ნორი

ნინოწმინდაში, 9 მაისთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სიმღერა „День Победы“ („გამარჯვების დღე“) ამღერეს.

ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავის აღსანიშნავად ნინოწმინდის მცხოვრებლებმა მსვლელობა გამართეს და ომის გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ომის შესახებ საბჭოთა სიმღერები ბავშვებმა სწორედ მემორიალთან შეასრულეს.

ღონისძიებას „ქართული ოცნებიდან“ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანიც ესწრებოდა, რომელმაც, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, განაცხადა, რომ კონცერტი „უბრალო ხახლის“ მიერ იყო ორგანიზებული.

„ამ ბავშვებს მშვიდობა უნდათ. ისინი არ ფიქრობენ, რომ ამ სიმღერაში ცუდი სიტყვებია, თვითონ აარჩიეს თუ არა, არ ვიცი. მე ხომ ორგანიზატორი არ ვარ, ვერ ავუკრძალავ ხალხს რაიმეს“, – განაცხადა მკოიანმა.

სიმღერა „День Победы“ საბჭოთა და რუსულ ჯარს ეძღვნება და რუსეთში 9 მაისის ღონისძებების სიმბოლოა. ეს სიმღერა ჟღერს ხოლმე წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმის დროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]