weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მარნეულში 54 სული მსხვილფეხა პირუტყვი ერთდროულად დაიხოცა – სურსათის სააგენტო

21:48 ხუთშაბათი, 09 მაისი 2019

ტელეკომპანია „მარნეულის“ ინფორმაციით, სოფელ ყიზილაჯლოში, ერთ-ერთ ოჯახს ერთდროულად დაახლოებით 150 სული ძროხა მოუკვდა. როგორც ჟურნალისტებთან პატრონმა განაცხადა, საქონელი ვეტერინარულ აფთიაქში შეძენელი პრეპარატით დაბანეს. მისი აზრით, პირუტყვი სწორედ ამის შემდეგ დაიხოცა.

მომხდართან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყიზილაჯლოში 54 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ერთდროულად დაცემის ფაქტი აღინიშნა.

„ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ვითარებას გაეცნენ და ლაბორატორიული კვლევისთვის პათოლოგიური მასალის ნიმუშები აიღეს, რის შემდეგაც დადგინდება პირუტყვის დაცემის მიზეზი. მიმდინარეობს მოკვლევა, რომლის შედეგებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროვებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია „მარნეულთან“ საქონლის პატრონმა განაცხადა, რომ ძროხები ბანკიდან გამოტანილი კრედიტით ჰქონდა ნაყიდი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]