როგორც „რეგინფოს“ სოფლებში ახმეტის მერის წარმომადგენლებმა განუცხადეს, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ეზოები და ნაკვეთებიც.
ადიდებულ ალაზანს მიაქვს „ხადორი 3 ჰესის“ მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორიც, რომელსაც 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირების დროს, ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს.
სტიქიის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ მდინარე ალაზანი ასეთი ადიდებული 2005 წლის შემდეგ არ ახსოვს.