weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „გირჩის“ ოფისში საროსკიპო იმუშავებს

12:40 პარასკევი, 10 მაისი 2019

პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მათ ოფისში საროსკიპო სახელწოდებით „პიონერი“ გახსნეს. ჯაფარიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული დააკავა.

„საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, სექსინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს სისტემა არ თვლის ადამიანებად, ექცევა მათ როგორც მონებს და ხშირ შემთხვევაში იყენებს სხვა ადამიანების წინააღმდეგ ინფორმაციის წყაროდ. უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში ყველა ხელისუფლება, როდესაც სჭირდებოდა ძალის დემონსტრირება ან სხვა პოლიტიკური თემის გადაფარვა, ახორციელებს სექსინდუსტრიაში დასაქმებულთა ტერორს, რის შედეგადაც კონკრეტული ადამიანები და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე რჩებიან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„გირჩს“ მიაჩნია, რომ არ არსებობს განსხვავება სასტუმრო „მამიდასა“ და სხვა სასტუმროებს შორის, რადგან ყველა სასტუმროში ადამიანები ფასიანი სექსუალური მომსახურებით სარგებლობენ.

„ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ ძმაკაცს დაუთმობს ბინას იმისთვის, რომ იქ სექსით დაკავდეს, არსებული კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დამნაშავეა და ციხეში უნდა წავიდეს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

„გირჩის“ ლიდერმა თქვა, რომ პარტიის ოფისში განთავსებულ საროსკიპოში ერთი საათით ფართის დაქირავება 49 ლარი და 90 თეთრი ეღირება.

„აღნიშნულით ჩვენ ვარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მესამე ნაწილს, რომელიც გულისხმობს პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6 წლამდე. ხელისუფლებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი - ან უნდა დაგვაპატიმროს მთლიანად „გირჩი“, ან გაათავისუფლონ ამ მუხლით დაკავებული ყველა პირი, მათ შორის, ზოგადად, შეწყვიტონ უდანაშაულო ადამიანების დევნა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„გირჩის“ საროსკიპო მთაწმინდის ოლქში პარტიის მიერ წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჰერმან საბომ გახსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]