weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოში ომი არაა, ამიტომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ანომალიაა – კასტანერი

15:00 პარასკევი, 10 მაისი 2019

„ზოგიერთი ადამიანი სამედიცინო თვალსაზრისით ჩამოდის სამკურნალოდ საფრანგეთში, თუმცა საქართველოშიც არსებობს საშუალება, მიიღონ შესაბამისი მკურნალობა. ამიერიდან უშუალოდ ისინი იქნებიან მიღებული, ვისაც რეალურად სჭირდება ამ თვალსაზრისით საფრანგეთის დახმარება“, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

კრისტოფ კასტანერის თქმით, არ არის ნორმალური, საქართველო ნომერ პირველი იყოს საფრანგეთში თავშესაფრის მომთხოვნთა შორის, რადგან ის უსაფრთხო ქვეყანაა.

„ნება მომეცით, განსაკუთრებით აღვნიშნო არაკანონიერი ემიგრაციის საკითხი, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც არ არის ომი და მიიჩნევა, როგორც მშვიდობიანი ქვეყანა. პრინციპში, არსებობს კონკრეტული შემთხვევები და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ქართველებს შეუძლიათ იმოგზაურონ ყველგან, მათ შორის საფრანგეთში, მაგრამ ისინი ოცნებობენ ელდორადოზე და ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, არ ხვდებათ ის პირობები, რომელზეც ოცნებობდნენ.

არ არის ნორმალური, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს თავშესაფრის მოთხოვნათა თვალსაზრისით. საქართველოში არსებული ვითარება ამ მოთხოვნას არანაირად არ ამართლებს, საქართველოში ომი არ არის.

ეს ქვეყანა ევროპელი და ფრანგი საზოგადოების მხრიდან აღიქმება საიმედო მიმართულებად. საქართველო დინამიკური სახელმწიფოა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან ერთგვარი ანომალიაა“, – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა ქართველ კოლეგასთან. კასტანერის თქმით, საქართველო და საფრანგეთი ერთად უნდა ებრძოლონ არაკანონიერ ემიგრაციას.

საფრანგეთს პრაქტიკულად არ შეუძლია, რეალურად მიიღოს ყველა, ვისაც სჭირდება დაცვა. ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ მოხდეს ამ ადამიანების დაბრუნება თავიანთ სამშობლოში“, – აღნიშნა კრისტოფ კასტანერმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]