weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რეგიონებში საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

23:54 პარასკევი, 07 ივლისი 2017
რეგიონებში საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს ფოტო © დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

საქართველოს რეგიონებში ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემების გამო საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 75 - კმ 100 და 66-ე კილომეტრზე არსებული ხევებიდან ღვარცოფული გამონატანების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა აკრძალულია.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის მე-7 კილომეტრზე, სოფელ ჟონეთთან გზის სავალ ნაწილზე ადიდებული მდინარის წყალი გადმოდის, რამაც საავტომობილო გზის ჩაკეტვა გამოიწვია.

თეთრიწყარო-ქსოვრეთი-გუდარეხი-სამონასტრო კომპლექსის საავტომობილო გზის კმ 5 - კმ 7 მონაკვეთზე გზის სავალ ნაწილზე ქვა-ღორღის ნაშალი გადმოვიდა, რის გამოც საავტომობილო გზა ჩაკეტილია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ და მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, ავტოტრანსპორტის მიმოსვლა უმოკლეს ვადებში მოხდება აღდგება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში  უმეტეს რაიონებში 8 ივლისიდან ამინდი გაუმჯობესდება, დასავლეთ საქართველოში კი მცირე ნალექია მოსალოდნელი.

ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების განვითარებას შეუწყო ხელი. სვანეთში, მესტიის რაიონის ოთხი სოფელი სტიქიის შედეგად გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ადიდებულმა მდინარეებმა სოფლებამდე მისასვლელი გზები დააზიანა, რამდენიმე ხიდი კი მოანგრია. რაჭაში, ადიდებულმა რიონმა ონის რაიონის სოფლებამდე, ღებამდე და გონამდე მისასვლელი საავტომობილო ხიდები გაანადგურა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, გუდამაყრის ხეობაში მდინარე არაგვია ადიდებული, რომელმაც ექვს სოფელთან დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი გზა მთლიანად წაიღო. სტიქიის გამო საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთში. სოფლებთან ბისოსთან და ხახმატთან მეწყერია ჩამოსული, გზა ჩაკეტილია და დაგლეჯილია ელექტროენერგიის საყრდენი ბოძები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]