weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასტუმრო „მამიდას“ კათარზისად გადაკეთება მქონდა მოფიქრებული – როენა ხუცურაული

16:41 პარასკევი, 10 მაისი 2019
ფოტო © ინტერპრესნიუსი ფოტო © ინტერპრესნიუსი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო „მამიდას“ მფლობელს, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ როენა ხუცურაულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარი შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ სასტუმროს კათარზისად გადაკეთებას აპირებდა.

„სანამ ეს მოხდებოდა, სამი თვის წინ ვაპირებდი ზინაიდა ქორიძესთან ხელშეკრულების შეწყვეტას. ქირა ვერ მოჰქონდა და ამიტომ მინდოდა შემეწყვიტა. ზინაიდამ მითხრა, მეწილეები მყავს და ქირას მოგიტანო, კიდევ შანსი მივეცი. დიდი ხნის მოფიქრებული მქონდა, კათარზისი მინდოდა გამეკეთებინა“,– განაცხადა ხუცურაულმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ როენა ხუცურაული, სასტუმრო „მამიდას“ მოიჯარე ზ.ქ., მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, ნ. დ 8 მაისს დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ.

გამოძიება პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]