weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცივ იარაღთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება იგეგმება

16:54 პარასკევი, 10 მაისი 2019

მთავრობა ცივი იარაღის შესახებ არსებული რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება მთავრობას დღეს წარედგინა.

„ჩვენ ვამკაცრებთ ცივ იარაღთან დაკავშირებულ რეგულაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. ბუნებრივია, საუბარია არა მხოლოდ დანაშაულზე რეაქციის გამკაცრებაზე, არამედ პრევენციაზე, ცივი იარაღის უკონტროლო ბრუნვის აღკვეთაზე. ჩვენ მაქსიმალურად დავეყრდენით ევროპული ქვეყნების გამოცდილებას.

საქართველოში დღეს არსებული რეგულაციით, ცივი იარაღით ვაჭრობა შეუძლია ნებისმიერ პირს, ნებისმიერ ადგილას, მათ შორის  სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს ხდება ფაქტობრივად ყოველგვარი სტანდარტის დაცვის გარეშე. ეს მიუღებელია.

ჩვენი რეგულაცია ითვალისწინებს ახალი პრაქტიკის, ახალი რეგულაციების დანერგვას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, საშუალებას მოგვცემს, დავაზღვიოთ ძალიან ბევრი რისკი, რომელიც ზოგადად ცივი იარაღის უკანონო ბრუნვას უკავშირდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ამ თემაზე სამოქალაქო საზოგადოების არგუმენტირებული მოთხოვნა არსებობდა.

 

ამ თემაზე მოისმინეთ რადიოგადაცემა:

ჩემი უფლებები – პასუხისმგებლობა ცივი იარაღის ტარებისთვის

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]