გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში მცირე ზომის ხევები ადიდდა, რის შედეგადაც დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები, დაზიანებულია სოფლების შიდა გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ზარალი მიადგა ბაბანეურის, არგოხისა და მაღრაანის მოსახლეობას.
დილიდან ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახური და მობილიზებულია ტექნიკა. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მიმდინარე სამუშაოებს ისინი ადგილზე ეცნობიან.
[R] ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია