არბოშიკში მცხოვრებმა გოდერძი სეხნიაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ სეტყვა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. მისივე თქმით, სოფელში განადგურებულია ვენახები.
„სეტყვა საღამოს, დაახლოებით 6 საათზე დაიწყო და ერთი საათის განმავლობაში კაკლისოდენა ცვიოდა. ვენახები, ნაკვეთები და ეზოები გადათეთრებულია, ჯერაც არ გამდნარა. სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები არ გაუსვრიათ, ხმა არ ყოფილა. რომ გაესროლათ ნაწილს ხომ მაინც შეაჩერებდა? არავინ მოსულა და დაინტერესებულა ჩვენი ბედით“, – ამბობს გოდერძი სეხნიაშვილი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ ჯანიაშვილს სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.
„საღამო იყო სეტყვა რომ დაიწყო. ხვალ დილით გვეცოდინება, რა ვითარებაა“, – უთხრა „რეგინფოს“ მუნიციპალიტეტის მერმა.