weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავის სოფელ აკურაში ადგილობრივებმა სტალინის ბიუსტი დადგეს

23:35 პარასკევი, 10 მაისი 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან, 9 მაისს იოსებ სტალინის ბიუსტი დადგეს. გუშინვე მემორიალი ყვავილებით შეამკეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, მათ შორის, კულტურის სამსახურის უფროსმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა. საბჭოთა დიქტატორის ბიუსტი დღეს საღამოსაც სოფლის ცენტრში იდგა.

როგორც „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა, მიხეილ იმერლიშვილმა უთხრა, სტალინის ბიუსტი ადგილობრივებმა საკუთარი ინიციატივით დადგეს და მისი აღების წინააღმდეგნი არიან.

„ახალგაზრდებსაც და ასაკოვნებსაც უნდათ, რომ სოფელში სტალინის ბიუსტი იდგეს. გიდასტურებთ, რომ გუშინ, იმ დროს, როდესაც ბიუსტი უკვე იდგა, მემორიალთან მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ თქვეს, რომ ბიუსტი უნდა აღებულიყო, თუმცა სოფელი გამოდის წინააღმდეგი. დღეს, სამუშაო საათების დასრულების დროს, დავიბარე, რომ ბიუსტი აეღოთ. არ ვიცი, აიღეს თუ არა“, – ამბობს მიხეილ იმერლიშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ აკურაში სტალინის ბიუსტის დადგმის თაობაზე არაფერი იცოდა. ნარეკლიშვილი აცხადებს, რომ საბჭოთა სიმბოლიკის აღდგენა მიუღებელია, საქმის შესწავლას და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

აკურის ცენტრში სტალინის ბიუსტი წლების განმავლობაში იდგა, რამდენიმე წლის წინ კი აიღეს. იყო შემთხვევა, როდესაც მას საღებავიც გადაასხეს. ამჟამად ბიუსტს სავარაუდოდ ადგილობრივები ინახავენ და პერიოდულად მემორიალთან გამოაქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]