weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საგარეჯოში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის შვილიშვილი დააკავეს

11:17 შაბათი, 11 მაისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა. გამოძიება დაკავებულს ცეცლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა-ტარებას ედავება. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

ომარ გამყრელიძე შვილის, რძალის და მეზობელი დედა-შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 3 მაისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად ოთხ ადამიანს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც. მისი მეუღლე, 76 წლის ქალი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

გამყრელიძის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებას. შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, შემთხვევის ადგილიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთია ამოღებული.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ომარ გამყრელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]